ქ. გორში სამხედრო ქალაქისა და სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობასთან დაკავშირებით ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი ხაზების გადატანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№435
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 9, 13/09/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №435

2006 წლის 13 სექტემბერი

 ქ. თბილისი

ქ. გორში სამხედრო ქალაქისა და სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობასთან დაკავშირებით ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი ხაზების გადატანის შესახებ

ქ. გორში სამხედრო ქალაქისა და სამხედრო ჰოსპიტლის მშენებლობის ინტენსიურად წარმართვის პროცესს ხელს უშლის სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” ბალანსზე რიცხული 35 კვ. და 10 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი და გამანაწილებელი ხაზები. მშენებლო­ბის შეუფერხებლად წარმართვისა და დროულად დასრულე­ბისათვის აუცილებელია აღნიშნული ხაზების გადატანა, რისი ღირებულებაც, საპროექტო ხარჯთა ნუსხის მიხედვით, შესაბამისად, 880 000 (რვაას ოთხმოცი ათასი) და 136 000 (ას ოცდათექვსმეტი ათასი) ლარია.

ქ. გორში სამხედრო ქალაქისა და სამხედრო ჰოსპიტლის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, მშენე­ბლო­ბის სამუშაოთა შეუფერხებლად შესრულებისა და დროუ­ლად დამთავრების მიზნით:

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური) უმოკლეს ვადაში განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა ქ. გორში სამხედრო ქალაქისა და სამხედრო ჰოსპიტლის მშე­ნებ­ლობის ხელშემშლელი სს „საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის” ბალანსზე რიცხული 35 კვ. და 10 კვ. ძაბვის ელექტროგადამცემი დ ა გამანაწილებელი ხაზების გადასატანად.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვი­ლი) ენერგეტიკის სამინისტროს წინადადების საფუძველზე განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები ენერგეტიკის სამინის­ტროსათვის „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გამოყოფილ ასიგ­ნებებში.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ (ნ. გილაური).

 

პრემიერ-მინისტრი                                 ზ. ნოღაიდელი