ქ. თბილისი ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №418
2005 წლის 14 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონებში სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
მიმდინარე წლის ოქტომბერში ჭარბი ნალექების შედეგად ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის რაიონებში უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ფინანსური დახმარების გაწევის მიზნით:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა) „რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 აპრილის № 121 განკარგულებით, „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 20 მაისის № 190 განკარგულებით და „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივნისის № 261 განკარგულებით გამოყოფილი აუთვისებელი სახსრებიდან გამოუყოს ოზურგეთის რაიონის 12 ოჯახს _ თითოეულს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, სულ 60 000 (სამოცი ათასი) ლარი და ჩოხატაურის რაიონის 7 ოჯახს _ თითოეულს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, სულ 35 000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი, ლანჩხუთის რაიონის 4 ოჯახს _ თითოეულს 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, სულ 20 000 (ოცი ათასი) ლარი.
2. განკარგულების შესრულების მიმდინარეობის კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი