სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№190
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 5, 20/05/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №190

2005 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ

საქართველოში ბოლო პერიოდში სტიქიური მოვლენებისაგან დაინგრა 240 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის: ლენტეხის რაიონში – 75, ცაგერის რაიონში – 37, მესტიის რაიონში – 94; ონის რაიონში – 17; წყალტუბოს რაიონში – 3 და ვანის რაიონში – 14.

 2005 წლის აპრილ-მაისში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილ-თა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 1 200 000 (მილიონ ორასი ათასი) ლარი.

2. ეთხოვოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს ო. სირაძეს, კ. არდიასა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს ზ. ქაჯაიას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს უმოკლეს ვადაში წარუდგინონ უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების სახელობითი სიები სათანადო დოკუმენტაციით.

3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა) უზრუნველყოს უსახლკაროდ დარჩენილი თითოეული ოჯახისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადაცემა.

4. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკის განხორციელების კოორდინაციისა და განსაკუთ-რებულ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).

5. განკარგულება ძალაშია ხელმოწრის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.05.2005.
როდის იქნა მიღებული „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“?
„სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“ მიღებულია 20.05.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №190. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების შესახებ“, №190, 20.05.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2069098/