ქალაქების რუსთავისა და ქუთაისის, გორისა და ზუგდიდის რაიონების ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №44
2005 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
ქალაქების რუსთავისა და ქუთაისის, გორისა და ზუგდიდის რაიონების ბიუჯეტებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფის შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ.ჩეჩელაშვილი) „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ფონდიდან ქალაქების რუსთავისა და ქუთაისის, ზუგდიდისა და გორის რაიონების ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის გამოუყოს:
ა) ქ.რუსთავის ბიუჯეტს – 2000,0 ათასი ლარი;
ბ) ქ.ქუთაისის ბიუჯეტს – 5000,0 ათასი ლარი, საიდანაც 1700,0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ქ.ქუთაისში 8500,0 ათასი ლარის ინვესტიციური პროექტების თანადაფინანსებისათვის, ხოლო 3300,0 ათასი ლარი მოხმარდეს ქალაქის ქუჩებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების შეკეთებას;
გ) გორის რაიონის ბიუჯეტს – 2000,0 ათასი ლარი;
დ) ზუგდიდის რაიონის ბიუჯეტს – 3000,0 ათასი ლარი.
2. ეთხოვოთ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს ზ.მელიქიშვილს, გ.გეწაძეს, მ.ქარელს, გ.უგულავას განახორციელონ განკარგულების შესრულების კონტროლი.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი