სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№261
2005 წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ
საქართველოში მიმდინარე წლის მაის-ივნისში განმეორებით მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად დაინგრა 100 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის: აჭარაში – 3, სამტრედიაში – 19, ვანში – 5, საჩხერეში – 8, ტყიბულში – 4, ჭიათურაში – 10, ზესტაფონში – 2, დუშეთში – 29, გორში – 3, კასპში – 1, ონში – 1, ლენტეხში – 15.
2005 წლის მაის-ივნისში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის გადაუდებელი დახმარების გაწევის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.
2. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა) უზრუნველყოს უსახლკაროდ დარჩენილი თითოეული ოჯახისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გადაცემა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ეთხოვოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ამბროლაურის, ლენტეხის, ონისა და ცაგერის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ო. სირაძეს, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი ქუთაისი, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, წყალტუბოს, ჭიათურის, ხარაგაულის, ხონის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელს ზ. ქაჯაიას, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის რაიონები და ქ. ცხინვალი) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს მ. ქარელს, საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ვ. მაღლაფერიძეს უმოკლეს დროში საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინონ სახელობითი სიები სათანადო დოკუმენტაციით უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების შესახებ.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონალურ საკითხთა დეპარტამენტმა (ჯ. ბაკურაძე).
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.06.2005.
- როდის იქნა მიღებული „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“?
- „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“ მიღებულია 23.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №261. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.06.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობისათვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ“, №261, 23.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.06.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2070480/