მესტიის რაიონში სოფ. ცხუმართან მომხდარი ავტოავარიის გამო სამაშველო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№270
2005 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
მესტიის რაიონში სოფ. ცხუმართან მომხდარი ავტოავარიის გამო სამაშველო ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
მესტიის რაიონში სოფ. ცხუმართან მიმდინარე წლის 31 მაისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად მდ. ენგურში დაიღუპა 11 კაცი. სამაშველო ღონისძიებათა განსახორციელებლად საჭიროა საწვავით დახმარება მდ. ენგურის 75 კმ-ის მონაკვეთზე დაღუპულთა ძებნის გასაგრძელებლად. ამ მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მესტიის რაიონის გამგეობისათვის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის გამოყოფა საწვავის შესაძენად.
2. მესტიის რაიონის გამგეობამ უზრუნველყოს ბენზინის შეძენა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი