რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№121
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 4, 14/04/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №121

2005 წლის 14 აპრილი

ქ. თბილისი

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის რაიონები) 1991 წლიდან მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილია 126 ოჯახი. აქედან: ამბროლაურის რაიონში–65, ონში–30, ლენტეხში-11, ცაგერში–20. მათ შორის მიმდინარე წელს წყალდიდობებისა და მეწყრული მოვლენებით უსახლკაროდ დარჩა ამბროლაურის რაიონის სოფელ გენდუშში მცხოვრები 13 ოჯახი, ცაგერის რაიონის სოფელ ლასურიაშში 4 ოჯახი, ლენტეხის რაიონის სოფლებში 11 ოჯახი და ონის რაიონის სოფლებში 10 ოჯახი. მათი საცხოვრებელი პირობების უზრუნველსაყოფად საჭირო თანხა სავარაუდოდ 620 000 (ექვსას ოცი ათასი) ლარია.

ზემოაღნიშნული რაიონების მოსახლეობის დახმარების მიზნით:

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ე. ასტემიროვა) ,,საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად შიდამიგრაციულ პროცესებთან დაკავშირებული ხარჯებით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, სათანადო კანონმდებლობის დაცვით რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში შეისყიდოს საცხოვრებელი სახლები უსახლკაროდ დარჩენილი 126 ოჯახისათვის.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                ზ. ნოღაიდელი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.04.2005.
როდის იქნა მიღებული „რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“?
„რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 14.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №121. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.04.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობის დახმარების ღონისძიებათა შესახებ“, №121, 14.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2061676/