სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული დუშეთის რაიონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№284
2005 წლის 7 ივლისი
ქ. თბილისი
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული დუშეთის რაიონის მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის დამატებით ღონისძიებათა შესახებ
მიმდინარე წლის 12-14 ივნისს დუშეთის რაიონში მოსულმა ჭარბმა ნალექებმა დააზარალა მოსახლეობა. მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო გადაუდებელი სამუშაოების უზრუნველსაყოფად სამხარეო ადმინისტრაციამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ჯგუფთან შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება სამშენებლო ფირმა „თემისთან“მოლაპარაკებით სამუშაოთა დაუყოვნებლივ დაწყების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოთა დაუყოვნებლივ დაწყებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სამშენებლო ფირმა „თემისთან“ ხელშეკრულების გაფორმების შესახებ შეფასდეს, როგორც ფორსამჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად.
2. მიზანშეწონილად იქნეს მიჩნეული საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქარ-თველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება:
ა) ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დიზელის საწვავის სანაცვლოდ საქართველოს მთავრობის განკარგულებით მცხეთა-მთიანეთის რეგიონისათვის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 200 000 (ორასი ათასი) ლარიდან ყაზბეგის რაიონის გამგეობისათვის 46 895 (ორმოცდაექვსი ათას რვაას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ჩარიცხვისა და ამ თანხით მოხმარებული გაზის საფასურის ანაზღაურების შესახებ;
ბ) სამუშაოთა შეუფერხებლად წარმოებისათვის ყაზბეგის რაიონისათვის განკუთვნილი 41 500 (ორმოცდაერთი ათას ხუთასი) ლიტრი დიზელის საწვავის დუშეთის რაიონის გამგეობისათვის გადაცემის შესახებ.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი