სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული ლენტეხის რაიონის მოსახლეობისათვის დახმარების ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 26/03/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №77

2005 წლის 26 მარტი

ქ. თბილისი

სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული ლენტეხის რაიონის მოსახლეობისათვის დახმარების ღონისძიებათა შესახებ

ბოლო დროს განვითარებულმა სტიქიურმა მოვლენებმა სერიოზული ზიანი მიაყენეს საქართველოს მთელ რიგ რაიონებს. უაღრესად მძიმე მდგომარეობა შეიქმნა ლენტეხის რაიონში, სადაც საკვების უქონლობის გამო მოსახლეობა შეიძლება დარჩეს პირუტყვის სულადობის გარეშე.

რაიონის მოსახლეობის დახმარების მიზნით:

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრი წყაროს, მარნეულისა და წალკის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივა ლენტეხის რაიონის მოსახლეობისთვის დახმარების სახით უსასყიდლოდ 5 000 (ხუთი ათასი) ფუთა პირუტვის საკვების გამოყოფის შესახებ.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ვ. ჩეჩელაშვილი) საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ლენტეხის რაიონის გამგეობას გამოუყოს 36 000 (ოცდათექვსმეტი ათასი) ლარი ქვემო ქართლში 5 000 (ხუთი ათასი) ფუთა პირუტყვის საკვების შესყიდვის, აგრეთვე შესყიდული და უსასყიდლოდ გადაცემული საკვების ტრანსპორტირებისათვის.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი ზ.ნოღაიდელი