სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №98
2007 წლის 22 თებერვალი
ქ. თბილისი
სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე
საქართველოსა და საზღვარგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს (OECF) (ამჟამად საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონიის ბანკი (JBIC) შორის გაფორმებული საქართველოს ენერგეტიკის აღდგენის პროექტის (GRG-P1) ფარგლებში სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი):
ა) უმოკლეს ვადაში უზრუნველყოს, რომ საქართველოსა და საზღვარგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს შორის გაფორმებული საქართველოს ენერგეტიკის აღდგენის პროექტის (GRG-P1) ფარგლებში სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოთა დასაფინანსებლად „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის განსაზღვრული საერთო ასიგნებებიდან სსიპ – ენერგოგენერაცისათვის საკრედიტო რესურსად მიმართოს 828 071 (რვაას ოცდარვა ათას სამოცდათეთრმეტი) ლარი და გააფორმოს მასთან შესაბამისი სასესხო ხელშეკრულება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წინადადებით შეიტანოს ცვლილებები საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ განწერასა და ოპერატიულ ფინანსურ გეგმაში.
2. სსიპ – ენერგოგენერაციამ უზრუნველყოს სათანადო კონტრაქტების გაფორმება სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოთა შესასრულებლად.
3. სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის სამუშაოთა დასრულების შემდეგ ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული თანხით შეძენილი დარჩენილი ქონება სსიპ – ენერგოგენერაციამ შემდგომი განკარგვისათვის გადასცეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა, ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა და სსიპ – ენერგოგენერაციის თავმჯდომარემ გ. ხუბერაშვილმა.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.02.2007.
- როდის იქნა მიღებული „სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე“?
- „სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე“ მიღებულია 22.02.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №98. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.02.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „სს „ლაჯანურჰესის“ №2 ჰიდროაგრეგატისა და ქვესადგურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარების თაობაზე“, №98, 22.02.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.02.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2126873/