საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონური ბანკის (JBIC) დაფინანსებით ლაჯანურჰესისა და ხრამჰესის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის შემდგომი განხორციელების გეგმის დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №321
2006 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონური ბანკის (JBIC) დაფინანსებით ლაჯანურჰესისა და ხრამჰესის რეაბილიტაციის მიმდინარე პროექტის შემდგომი განხორციელების გეგმის დამტკიცებისა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოში ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით 1998 წლის 19 იანვარს საქართველოსა და საზღვარგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდს (OECF) (ამჟამად, საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონური ბანკი (JBIC)) შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების № GКG-P1 ფარგლებში ლაჯანურჰესისა და ხრამჰესის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე პროექტის შესრულების მიზნით:
1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (ნ. გილაური) მიერ წარმოდგენილი ლაჯანურჰესისა და ხრამჰესის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე პროექტის შემდგომი განხორციელების თანდართული გეგმა და მანვე უზრუნველყოს აღნიშნული გეგმის შესრულება.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გ. ბეჟუაშვილმა საქართველოს მთავრობის სახელით შესაბამისი ნოტით წარუდგინოს იაპონიის საელჩოს ბაქოში ლაჯანურჰესისა და ხრამჰესის რეაბილიტაციისათვის მიმდინარე პროექტის შემდგომი განხორციელების გეგმა.
3. ეთხოვოს საერთაშორისო თანამშრომლობის იაპონურ ბანკს (OBIC) საზღვარგარეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდსა (OECF) და საქართველოს მთავრობას შორის 1998 წლის 19 იანვარს გაფორმებული № GКG-P1 საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი კრედიტის ათვისების ვადის ორი წლით (2008 წლის 11 აგვისტომდე) გადავადება, რაც აისახოს ამ განკარგულების მე-2 პუნქტში აღნიშნულ ნოტაში.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ნ. გილაურმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გ. ბეჟუაშვილმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
* დანართი არ ქვეყნდება