ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №181
2005 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
ყაზბეგის რაიონის ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი ბუნებრივი და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ყაზბეგის რაიონის გაზმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით:
1. ყაზბეგის რაიონის მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის სს „ყაზბეგგაზის“მიერ 2005 წლის მარტში მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის ასანაზღაურებლად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 1 002 653 (ერთი მილიონ ორი ათას ექვსას ორმოცდაცამეტი) ლარი საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის გადასარიცხად.
2. საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციამ და სს „ყაზბეგგაზმა“უზრუნველყონ მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის სუბსიდირებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხების ასახვა შეღავათების მქონე აბონენტთათვის გახსნილ სპეციალურ საანგარიშსწორებო ბარათებზე.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩელაშვილმა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეუ-ლებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი