ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №78
2005 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების სოფლების გაზმომარაგების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით:
1. ყაზბეგის რაიონის მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის მიერ 2005 წლის თებერვალში, ხოლო დუშეთის რაიონის დაბა ფასანაურის, ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების მიერ 2005 წლის იანვარ-მარტში მოხმარებისათვის გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის საფასურის ასანაზღაურებლად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 1 500 ათასი ლარი, მათ შორის სს „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის“გადასარიცხად - 1 200 ათასი ლარი, ხოლო სს „დუშეთგაზისათვის“- 300 ათასი ლარი.
2. სს „გაზის საერთაშორისო კორპორაციამ“, სს „ყაზბეგგაზმა“და სს „დუშეთგაზმა“მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის სუბსიდირებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხა ასახონ შეღავათების მქონე აბონენტთათვის გახსნილ სპეციალურ საანგარიშსწორებო ბარათებში.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ვ. ჩეჩელაშვილმა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი