ყაზბეგის და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№273
2005 წლის 30 ივნისი
ქ. თბილისი
ყაზბეგის და დუშეთის რაიონების ბუნებრივი გაზით მომარაგებისა და მისი საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების შესახებ
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად მკაცრი ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის მიმდინარე წლის აპრილ-მაისში მიწოდებული ბუნებრივი აირის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფარვის მიზნით:
1. ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების დაბა ფასანაურის, ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლებისთვის შესაბამისად სს „ყაზბეგიგაზის“და „დუშეთ-გაზის“მიერ 2005 წლის აპრილ-მაისში მიწოდებული ბუნებრივი გაზის საფასურის ასანაზღაურებლად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გამოეყოს 877 060 (რვაას სამოცდაჩვიდმეტი ათას სამოცი) ლარი, მათ შორის „ყაზბეგიგაზის“მიერ მიწოდებული ბუნებრივი გაზის ანგარიშში სს გაზის საერთაშორისო კორპორაციისათვის გადასარიცხად – 778 657 (შვიდას სამოცდათვრამეტი ათას ექვსას ორმოცდაჩვიდმეტი) ლარი, ხოლო სს „დუშეთგაზისათვის“– 98 403 (ოთხმოცდათვრამეტი ათას ოთხას სამი) ლარი.
2. სს „ყაზბეგიგაზმა“და სს „დუშეთგაზმა“უზრუნველყონ მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის სუბსიდირბისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხის ასახვა შეღავათების მქონე აბონენტთათვის გახსნილ სპეციალურ საანგარიშსწორებო ბარათებზე.
3. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი