ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №5
2001 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ
მკაცრი ბუნებრივი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების მქონე ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და გეოპოლიტიკური მნიშვნელობის გამო, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე:
1. ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების მიერ 2000-2001 წლებში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებლად „საქართველოს 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს 2000 წლის 13 დეკემბრის კანონით განსაზღვრული საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან გამოეყოთ 1 მილიონ 300 ათასი ლარი, მათ შორის, დუშეთის რაიონს – 300 ათასი ლარი, ყაზბეგის რაიონს – 1 მილიონი ლარი.
2. ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების მოსახლეობისათვის მოხმარებული აირის ღირებულებიდან მომხმარებელთა მიერ გადახდილ იქნეს ღირებულების 10 პროცენტი, ხოლო სახელმწიფოს მიერ 90 პროცენტი.
3. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა კობა ბუჩუკურმა.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 01.07.2001.
- როდის იქნა მიღებული „ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ“?
- „ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 12.01.2001. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №5. სარეგისტრაციო კოდი — 300.280.000.05.002.001..
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 01.07.2001-დან.
- სად არის „ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.07.2001 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ყაზბეგის რაიონისა და დუშეთის რაიონის ზემო და ქვემო მლეთის, დიდველისა და ხადის ხეობების სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგებისა და მისი საფასურის გადახდის ღონისძიებათა შესახებ“, №5, 12.01.2001, სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.05.002.001. (კონსოლიდირებული რედაქცია 01.07.2001). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/114478/