რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №13
2010 წლის 12 იანვარი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
1. განისაზღვროს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებულ და ორგანიზებულად განსახლებულ ოჯახთა შემდეგი კატეგორიები:
ა) I კატეგორია – ოჯახები (აბონენტები), რომლებიც განსახლებული არიან სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში (კოტეჯებში);
ბ) II კატეგორია – ოჯახები (აბონენტები), რომლებიც განსახლებული არიან სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში.
2. განისაზღვროს ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ოჯახების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების 2009 წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ყოველთვიური ლიმიტები შემდეგი ოდენობით:
ა) I კატეგორიისათვის – 100 ლარი;
ბ) II კატეგორიისათვის – 70 ლარი.
3. ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტებიდან დარჩენილი თანხა (თვეში ფაქტობრივად ნაკლები ხარჯის შემთხვევაში) არ გამოიყენება მომდევნო თვეებისათვის.
4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ცენტრალიზებულად, ბუნებრივი აირის მიმწოდებელი შესაბამისი კომპანიების მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი სიების მიხედვით განახორციელოს მე-2 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება.
5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 165 000 (ას სამოცდახუთი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.01.2010.
- როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
- „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 12.01.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.01.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, №13, 12.01.2010, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.01.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2247475/