რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №771
2009 წლის 22 ოქტომბერი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ
1. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ 2009 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 1 260 000 (ერთი მილიონ ორას სამოცი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) ელექტროენერგიის საფასურის ასანაზღაურებლად – 615 000 (ექვსას თხუთმეტი ათასი) ლარი;
ბ) ბუნებრივი აირის საფასურის ასანაზღაურებლად – 645 000 (ექვსას ორმოცდახუთი ათასი) ლარი.
2. განისაზღვროს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად (კომპაქტურად) განსახლებული ოჯახების შემდეგი კატეგორიები:
ა) I კატეგორია – ოჯახები, რომლებიც განსახლებული არიან სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ სახლებში (კოტეჯებში);
ბ) II კატეგორია – ოჯახები, რომლებიც განსახლებული არიან სახელმწიფოს ან/და სხვა ორგანიზაციების მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში.
3. განისაზღვროს ამ განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრული ოჯახების მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურების მიმდინარე წლის ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის ყოველთვიური ლიმიტები შემდეგი ოდენობებით:
ა) I კატეგორიისათვის – 100 ლარი;
ბ) II კატეგორიისათვის – 70 ლარი.
4. ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტებიდან დარჩენილი ეკონომია (თვეში ფაქტობრივად ნაკლები ხარჯის შემთხვევაში) არ გადადის მომდევნო თვეებში.
5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ცენტრალიზებულად (ანგარიშსწორება შესაბამის კომპანიებთან) განახორციელოს ამ განკარგულების მე-3 პუნქტით განსაზღვრული ლიმიტების ფარგლებში ფაქტობრივად მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის ანაზღაურება.
6. ამ განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დავალების შესასრულებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 1 416 230 (ერთი მილიონ ოთხას თექვსმეტი ათას ორას ოცდაათი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.10.2009.
- როდის იქნა მიღებული „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“?
- „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 22.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №771. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.10.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, №771, 22.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2100986/