იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტის აღდგენისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა შესრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №444
2007 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტის აღდგენისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა შესრულების შესახებ
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს, რომ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ასიგნებათა ფარგლებში ორგანიზებულად ჩასახლებულ ადგილებზე ლტოლვილთა და დევნილთა შენახვის ხარჯების მუხლში (ორგანიზაციული კოდი – 34 04) გადატანილ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა 2007 წლის რეგისტრაციისა (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემა) და კომპაქტურად განსახლების ობიექტების აღრიცხვის პროგრამიდან (ორგანიზაციული კოდი 34 11) – 150 000 (ას ომოცდაათი ათასი) ლარი, ხოლო ორგანიზებულად ჩასახლებულ ადგილებზე იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა შენახვის, სხვა საქონლისა და მომსახურების მუხლიდან – 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.
2. განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხა – 200 000 (ორასი ათასი) ლარი მიმართულ იქნეს იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ორგანიზებულად განსახლების ობიექტის (ქ. თბილისში მდებარე 118-ე ბაგა-ბაღის) აღდგენისა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა შესასრულებლად.
3. განკარგულების მე-2 პუნქტის შესრულების მიზნით ნება დაერთოს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შესაბამისი მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი