რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №534
2009 წლის 24 ივლისი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ის ოჯახები, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე.
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის ოდენობა განისაზღვროს ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.
3. თუ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახის შემადგენლობაში აღმოჩნდება სამ სულზე ნაკლები, ამგვარი ფაქტის სისწორე უნდა დადასტურდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილ წარმომადგენელთა ხელმოწერით ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის მისაღებად.
4. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებებიდან (ორგანიზაციული კოდი _ 34 06) 4 076 000 (ოთხი მილიონ სამოცდათექვსმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი მიმართოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განსახორციელებლად.
5. ამ განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანხიდან 76 000 (სამოცდათექვსმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი წარიმართოს შესაბამისი საბანკო მომსახურების ასანაზღაურებლად.
6. ეთხოვოთ ქურთის, ერედვის, თიღვის, ახალგორისა და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტების გამგეობებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღებ, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრულ (ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილ პირთა (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები _ სახელობითი პირადი კოდის მითითებით) სიები.
7. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად დააზუსტოს ამ განკარგულების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სიები სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში განსახლებულ დაზარალებულ პირთა სიასთან.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური