რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№127
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 19/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №127

2009 წლის 19 თებერვალი

ქ. თბილისი

რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი ფართობებით უზრუნველყოფის დამატებით ღონისძიებათა შესახებ

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოს 2008 წლის 6 აგვისტოდან რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ის ოჯახები, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების მიღებაზე.

 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის რაოდენობა განისაზღვროს ერთ ოჯახზე 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.

 3. თუ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის შემადგენლობაში აღმოჩნდება სამ სულზე ნაკლები, ამ განკარგულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკომპენსაციო თანხის მისაღებად აღნიშნული ფაქტის სისწორე უნდა დადასტურდეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.

 4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების განსახორციელებლად მიიმართოს 3 057 000 (სამი მილიონ ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, მათ შორის:

 ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

 ბ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებებიდან მიმართოს 1 557 000 (ერთი მილიონ ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, აქედან 57 000 (ორმოცდაჩვიდმეტი ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი  შესაბამისი საბანკო მომსახურების ასანაზღაურებლად.

5. ეთხოვოთ ქურთის, ერედვის, თიღვის, ახალგორისა და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტების გამგეობებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარუდგინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ოჯახებისა და ამ ოჯახებიდან სახელმწიფოს მიერ შესყიდული, რეაბილიტირებული ან ახლად აშენებული საცხოვრებელი ფართობების სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხის მიმღები, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული (ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა) უფლებამოსილი პირების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის მონაცემები _ სახელობითი პირადი კოდის მითითებით) სია.

 6. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთან ერთად დააზუსტოს ამ განკარგულების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სია სახელმწიფოს მიერ შესყიდულ, რეაბილიტირებულ ან ახლად აშენებულ საცხოვრებელ ფართობებში განსახლებულ დაზარალებულ პირთა სიასთან.

 7. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ნ. გილაური