საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1044
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019215
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1044

2015 წლის 25 მაისი

 ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

     1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ და „ჰ1“ ქვეპუნქტების საფუძველზე, დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო), კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების ან პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების (პირის (ან მისი უფლებამონაცვლის) დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება; დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ; დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ; დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ) შემთხვევაში, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიმართვით (შემდგომში - მიმართვა), შესაბამისი ზიანის კომპენსირების მიზნით, განახორციელოს სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით სიმბოლურ ფასად პრივატიზების ინიციირება იმ პირებისათვის, რომელთა მიერაც განხორციელდა სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონების იძულებით დათმობა (მიტოვება, ჩუქება და ა.შ.).

     2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოწონებულ იქნეს ამ განკარგულების პირველ პუნქტში განსაზღვრული მიზნებისთვის, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შესაბამისი ქონების შემძენს შორის, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულების სტანდარტული ფორმა.

     3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნით, სააგენტოს მიერ ინიციირებას ექვემდებარება, მხოლოდ იმ უძრავი ან/და მოძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, რომლის იძულებით დათმობაც განხორციელდა სახელმწიფოს სასარგებლოდ შესაბამისი პირის მხრიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული ქონება სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის, ან/და „მიმართვის“ მიღების დღისათვის განკარგულია, გადაცემულია სარგებლობის უფლებით (უძრავი ქონების შემთხვევაში) ან/და არ ექვემდებარება პრივატიზებას.

     4. იმ შემთხვევაში, თუ ამ განკარგულების შესაბამისად გადაცემას დაქვემდებარებული სახელმწიფო ქონების შემძენს წარმოადგენს იურიდიული პირი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ქონების შემძენთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმების მიზნით, ქონების შემძენზე, შესაბამისი ქონების მიღებიდან გამომდინარე დარიცხული საგადასახადო დავალიანების შემცირებისათვის.

     5. ამ განკარგულებით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო ქონების გადაცემის პირობად განისაზღვროს ქონების შემძენთა მხრიდან,  სახელმწიფოს მიმართ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე უარის თქმა, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ან/და არბიტრაჟში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც, შესაბამისი სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ირაკლი ღარიბაშვილი