ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №584
2005 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
„მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“საქართველოს კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე,ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუფერხებელი მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით:
1. ყაზბეგის რაიონის მოსახლეობისათვის მიმდინარე წლის 15 ოქტომბრიდან 31 დეკემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმით მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ღირებულების ასანაზღაურებლად „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს 661 175 (ექვსას სამოცდაერთი ათას ას სამოცდათხუთმეტი) ლარი, ხოლო ამავე მიზნით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს 34 500 (ოცდათოთხმეტი ათას ხუთასი) ლარი.
2. მიმდინარე წელს სს „დუშეთგაზისათვის“სს „იტერა-საქართველოს“ მიერ ამ მიზნით მოწოდებული ბუნებრივი გაზის ღირებულების ანაზღაურებაში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წარმოქმნილი დავალიანების დასაფარავად საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ „საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული საერთო ასიგნებებიდან გამოყოს 139 868 (ას ოცდაცხრამეტი ათას რვაას სამოცდარვა) ლარი.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი ცვლილებები ენერგეტიკის სამინისტროს ბიუჯეტში.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელონ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ა. ალექსიშვილმა და საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა ვ. მაღლაფერიძემ.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.12.2005.
- როდის იქნა მიღებული „ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“?
- „ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“ მიღებულია 28.12.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №584. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.12.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ყაზბეგისა და დუშეთის რაიონების მაღალმთიანი სოფლების ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებათა შესახებ“, №584, 28.12.2005, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2234537/