საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №2057
2011 წლის 21 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დირექციის ადმინისტრაციული შენობის მოწყობის მიზნით:
ა) ეთხოვოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიას, მათ მფლობელობაში არსებული, ქ. ბათუმში, ფ. მეფის/ელიავას ქ. 3/3-ში მდებარე უძრავი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით, შემჭიდროებულ ვადებში გადაცემა დეპარტამენტისათვის;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, დეპარტამენტმა ქალაქ ბათუმის მერიის მიერ მოწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე 2011-2012 წლებში უზრუნველყოს გადმოცემული ფართობის შიდა სარემონტო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო და სხვა მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
2. სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დეპარტამენტის აპარატისათვის (ორგანიზაციული კოდი – 25 04 01 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან და 2012 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით დეპარტამენტის აპარატისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ ამ განკარგულებით 2012 წელს განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და ქ. ბათუმის მერიამ აღნიშნული პროექტის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხთა შეთანხმებისა და დროული გადაწყვეტისათვის საჭირო დახმარება აღმოუჩინონ დეპარტამენტს.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური