თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №258
2009 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე არსებული რკინა-ბეტონის მილზე მიმდინარე წლის თებერვალში ძლიერმა წვიმამ გამოიწვია მილის საფუძველში არსებული გრუნტის წყლის გაჯერება და მისი მზიდუნარიანობის შესუსტება, რის შედეგადაც მილის მეორე სექციამ ყველა მხარეს განიცადა ჯდენა; მოსალოდნელია გზის ჩამოქცევა და მოძრაობის ჩაკეტვა. ზემოაღნიშნული ავარიული მდგომარეობის დროულად აღმოფხვრის მიზნით აუცილებელია ხსენებულ მონაკვეთზე შეზღუდულ ვადებში განხორციელდეს მუდმივი ნაგებობის – სახიდე გადასასვლელის მშენებლობა, რისთვისაც:
1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებათა შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელებისათვის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე 2009 წელს სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. აღნიშნულ სამუშაოთა დაფინანსება განხორციელდეს „საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „გზების პერიოდული შეკეთებისა და რეაბილიტაციის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი – 25 03 01 02 01) საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის განსაზღვრული ასიგნებებიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ“?
- „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ“ მიღებულია 31.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №258. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 214-ე კმ-ზე სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენით სამუშაოთა შესახებ“, №258, 31.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2226796/