„ანაკლიაში აკვა-პარკის მშენებლობისას წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №897 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1430
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017506
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1430

2014 წლის 14 აგვისტო

ქ. თბილისი

 „ანაკლიაში აკვა-პარკის მშენებლობისას წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №897 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ანაკლიაში აკვა-პარკის მშენებლობისას წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 მაისის №897 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ანაკლიაში აკვა-პარკის მშენებლობისას წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყონ 3 290 000 (სამი მილიონ ორას ოთხმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით რესურსის მოძიება შპს „ანაკლიის“ კაპიტალის გასაზრდელად, ანაკლიის აკვა-პარკის მშენებლობისათვის შესრულებული სამუშაოების სრულად ანაზღაურებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში 176 000 (ას სამოცდათექვსმეტი ათასი) ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო, აღდგენითი სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით, მათ შორის:

ა) ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის მინის მოაჯირის სარებილიტაციო სამუშაოები;

ბ) ანაკლია-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის გვერდითა, დაჭიმული ბოგირების განათების სამუშაოები;

გ) განმუხურის გამწმენდი ნაგებობის დაბალი ძაბვის ელექტროკაბელის გადატანისა და მისი მონტაჟის სამუშაოები;

დ) განმუხურის სანაპირო ზოლში გარე განათების ქსელისა და ანაკლია-განმუხურში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოები;

ე) ანაკლია-განმუხურში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების შექმნის სამუშაოები;

ვ) ანაკლია-განმუხურის ზღვაზე გასასვლელი ხის ბილიკების საფარის აღდგენითი სამუშაოები;

ზ) სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ანაზღაურება.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                       ირაკლი ღარიბაშვილი