„საქართველოს მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმოების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №1816 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2064
2015 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმოების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №1816 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიების წარმოების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 აგვისტოს №1816 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. „სს „საპარტნიორო ფონდის“ წესდების დამტკიცებისა და კაპიტალის ფორმირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 2 ივნისის №230 დადგენილებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სს „საპარტნიორო ფონდმა“ უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვის ღირებულების გადახდა 2,000,000 (ორი მილიონი) ლარის ოდენობით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების მიმწოდებლ(ებ)ისათვის, საკუთარი სახსრებიდან, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე.“.
პრემიერ-მინისტრი ი. ღარიბაშვილი