„ქალაქ ფოთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2523 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №258
2012 წლის 14თებერვალი
ქ. თბილისი
„ქალაქ ფოთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2523 განკარგულებაში ცვლილებისშეტანის შესახებ
„ქალაქ ფოთში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2523 განკარგულებაში შეტანილ იქნესშემდეგი ცვლილება:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანიამ ამ განკარგულებით გათვალისწინებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;
ბ)მე‑4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„4 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანიამ ამ განკარგულებით გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „საგზაო ტექნიკისაგან“ ( 205140257 ) . აღნიშნულ შესყიდვაზე არ გავრცელდეს „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესისმე-19 მუხლის მე-7 პუნქტით (წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში) და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები.“.პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური