„მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1895
2011 წლის 23 სექტემბერი
ქ. თბილისი
„მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „მოსახლეობის სურსათის ხარჯების ანაზღაურების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 24 თებერვლის №483 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 2011 წლის 1 ნოემბრამდე ამ განკარგულებით განსაზღვრული წესით კუთვნილი ვაუჩერი გადასცეს საჩუქრად სხვა ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც ამის საფუძველზე ისარგებლებს ვაუჩერით გათვალისწინებული 30-ლარიანი ფულადი გასაცემლით;“.
2. მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) 2011 წლის 20 ოქტომბრამდე ვაუჩერების დარიგებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;“.
3. მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) 2011 წლის 20 ნოემბრამდე საბანკო დაწესებულებასთან საბოლოო ანგარიშსწორება მის მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე;“.
4. განკარგულებით დამტკიცებული „ვაუჩერის ბეჭდვის, დარიგებისა და ანაზღაურების წესის (დანართი №2)“:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსარგებლეს ვაუჩერს გადასცემს მუშაკი პერსონალური რეესტრის შესაბამისად, რაც დასტურდება რეესტრში ვაუჩერის მიმღების ხელმოწერით. მოსარგებლისთვის ვაუჩერი შესაძლებელია აგრეთვე გადაცემულ იქნეს სააგენტოში მისი მომართვის შემთხვევაშიც.“;
ბ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ვაუჩერით გათვალისწინებული ფულადი გასაცემლის მიღების მიზნით ვაუჩერის მფლობელი ვალდებულია შესაბამისი საბანკო დაწესებულების ტერიტორიულ ფილიალს მიმართოს 2011 წლის 1 ნოემბრამდე.“.
5. განკარგულებით დამტკიცებული (ვაუჩერის იმ მოსარგებლეთა სია, რომლებიც არ წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებით გათვალისწინებულ ელექტროენერგიის შეღავათით მოსარგებლე ოჯახებს) №4 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური