„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №811
2011 წლის 1 2 აპრილი
ქ. თბილისი
„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და/ან სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების მიერ წარდგენილი, №4 დანართით გათვალისწინებული სხვა ოჯახები/აბონენტები, აგრეთვე ქ. თბილისში მცხოვრები ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო მომხმარებელი/აბონენტი, რომლის მოხმარებაც უწყვეტი (ყოველთვიური) იყო მინიმუმ 6 თვის განმავლობაში 2009/2010 წლების ზამთრის განმავლობაში, კერძოდ – 1 ოქტომბრიდან 1 აპრილამდე და აღნიშნულ 6-თვიან პერიოდში მისი ჯამური მოხმარება აღემატება 100 კვტსთ-ს (გარდა მე-2 პუნქტის „ბ.ა“ქვეპუნქტით განსაზღვრული აბონენტებისა);“.
2. მე-4 პუნქტის „გ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) 2011 წლის 1 ივნისამდე განკარგულების №2 და №4 დანართებით გათვალისწინებული ბენეფიციარებისათვის ვაუჩერების დარიგებისათვის საჭირო ღონისძიებები;“.
3. მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) 2011 წლის 1 ივნისამდე შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიებისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებიდან სათანადო თანხების (ერთ აქტიურ მომხმარებელზე 20 ლარი) გადარიცხვა №4 დანართით განსაზღვრულ მხოლოდ იმ მოსარგებლეებზე, რომლებსაც გადაეცათ ვაუჩერი.“.
4. მე-6 პუნქტის „ბ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ2) განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 238,660 აქტიური მომხმარებლების სია №4 დანართის შესაბამისად;“.
5. განკარგულებით დამტკიცებული №4 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური