„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1038
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 13/05/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1038

2011 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

„მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის №205 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „მოსახლეობის ელექტროენერგიის ხარჯების ასანაზღაურებ­ლად განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 იანვრის N205 განკარგულებაში და მე‑4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) 2011 წლის 11 თებერვლამდე №2 დანართით განსაზღვრულ ვაუ­ჩერის მოსარგებლეებზე შესაბამისი ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომ­პა­ნიებისათვის ამ მიზნით გამოყოფილი ასიგნებიდან სათანადო თან­ხების (ერთ აქტიურ მომხმარებელზე – 20 ლარი) გადარიცხვა, ხოლო N21 დანართით განსაზღვრულ იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებზე სათანადო თანხების (ერთ ოჯახზე – 20 ლარი) – 2011 წლის 1 ივნისამდე გადარიცხვა. ამავდროულად, სოციალური დახმარების მიმღებად განისაზღვროს №21 დანართით განსაზღვრულ ოჯახში უხუცესი წევრი, ხო­ლო იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში ემთხვევა უხუცესი წევრების დაბადების თარიღი, მიმღებად განისაზღვროს რიგით პირველივე უხუცესი წევრი.“.

პრემიერ‑მინისტრი                                                                      ნ. გილაური