„ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაბამისად, სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის აუცილებელი შიდა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №862 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2606
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018385
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2606

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაბამისად, სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის აუცილებელი შიდა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №862 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაბამისად, სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის აუცილებელი შიდა საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №862 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. სათაური, პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაბამისად, სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის აუცილებელი შიდა სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

,,ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაბამისად, სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის აუცილებელი შიდა სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით:

1. შეიქმნას შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემმუშავებელი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - სამუშაო ჯგუფი) შემდეგი უწყებების წარმომადგენელთა შემადგენლობით:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

ზ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

თ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.“.

2. ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტი.

3. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულმა უწყებებმა 2015 წლის 20 იანვრამდე წარმოადგინონ შესაბამისი კანდიდატები სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისათვის.

4. სამუშაო ჯგუფმა, 2015 წლის 1 მარტამდე, შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინოს ზემოაღნიშნული შეთანხმე­ბის შესაბამისად, სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის აუცილებელი კანონქვემდებარე აქტების პროექტები.“.

4. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამუშაო ჯგუფის უფლებამოსილების ვადა განისაზღვროს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების პროექტების საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენის მომენტამდე.“.

პრემიერ-მინისტრი                                                   ირაკლი ღარიბაშვილი