„ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაბამისად, სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის აუცილებელი შიდა სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №862 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№53
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022928
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №53

2017 წლის 13 იანვარი

ქ. თბილისი

„ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაბამისად, სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის აუცილებელი შიდა სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №862 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესაბამისად, სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისთვის აუცილებელი შიდა სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 მაისის №862 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შეიქმნას შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემმუშავებელი ჯგუფი (შემდგომში − სამუშაო ჯგუფი) შემდეგი უწყებების წარმომადგენელთა შემადგენლობით:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ე) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ვ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;

ზ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

თ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ი) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

კ) ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი;

ლ) საქართველოს პროკურატურა;

მ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.“.

2. განკარგულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს უფლება აქვს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დასასწრებად მოიწვიოს სხვადასხვა საჯარო უწყებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები და ევროკავშირის წარმომადგენლები.“.

3. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულმა უწყებებმა წარადგინონ შესაბამისი კანდიდატები სამუშაო ჯგუფში მონაწილეობისათვის.

4. სამუშაო ჯგუფმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაოს და, საქართველოს მთავრობისთვის წარდგენის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინოს ზემოაღნიშნული შეთანხმების შესაბამისად შემუშავებული სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის აუცილებელი კანონქვემდებარე აქტების პროექტები.“.

პრემიერ-მინისტრი                                                    გიორგი კვირიკაშვილი