„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1897
2017 წლის 7 სექტემბერი
ქ. თბილისი
„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის №588 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
1. პირველი პუნქტის:
ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან 16 190 576 (თექვსმეტი მილიონ ას ოთხმოცდაათი ათას ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარის მიმართვა ქვეპროგრამაში – „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები;“;
ბ) „გ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ზ) მაღალი წარმადობის აეროზოლური გენერატორისა და საავიაციო საშუალებით მოფრქვევა-შეწამვლის მომსახურებების შესყიდვა;“;
გ) „გ.ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.თ“ ქვეპუნქტი:
„გ.თ) 230 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდისა და ფერომონიანი საჭერების შესყიდვა და მუნიციპალიტეტების, მათ შორის, ამ პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მუნიციპალიტეტების, აჭარის ა/რ-ისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობების მოთხოვნის საფუძველზე, მათთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა, მოსახლეობისთვის დარიგების მიზნით.“.
2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:
„22. ეთხოვოთ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებსა და აჭარის ა/რ-ისა და აფხაზეთის ა/რ-ის მთავრობებს, მათთვის ამავე განკარულების პირველი პუნქტის „გ.თ“ ქვეპუნქტის ფარგლებში გადაცემული ბიფენტრინის შემცველი ინსექტიციდისა და ფერომონიანი საჭერების მოსახლეობისთვის დარიგება.“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-34 პუნქტები:
„31. დაევალოს სსიპ – სურსათის ეროვნულ სააგენტოს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, შექმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენელთა და იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
32. დაევალოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს – გუბერნატორებს ამ განკარგულების 31 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატურების წარდგენა სააგენტოსთვის.
33. ეთხოვოთ ამ განკარგულებით გათვალისწინებულ მუნიციპალიტეტებს, უზრუნველყონ ამ განკარგულების 31 პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით სააგენტოსთვის კანდიდატურების წარდგენა და კომპეტენციის ფარგლებში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების განხორციელება.
34. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების მიმდინარეობისას უზრუნველყოს წესრიგის დაცვა და უსაფრთხოება.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი