„პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №728 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1250
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017440
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1250

2014 წლის 16 ივლისი

ქ. თბილისი

„პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №728 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №728 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) წარდგენილი/შერჩეული კანდიდატურების შესახებ შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის (2014 წლის 20 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, ხოლო ამ განკარგულების 62პუნქტის შესაბამისად შერჩეული კანდიდატურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, 2014 წლის 1 აგვისტომდე):

 ბ.ა) რეგიონის, ქალაქის, მუნიციპალიტეტის დასახელება;

ბ.ბ) საჯარო სკოლის დასახელება;

ბ.გ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

ბ.დ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ე) საჯარო სკოლის დირექტორის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ვ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.“.

2.მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა უზრუნველყოს:

ა) პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა (უცხოეთში მცხოვრები 14-18 წლის ასაკის თანამემამულეების) კანდიდატურების წარდგენა;

ბ) წარდგენილი კანდიდატურების შესახებ შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისათვის (2014 წლის 1 აგვისტომდე):

ბ.ა) ადგილსამყოფელი სახელმწიფოს და ქალაქის დასახელება;

ბ.ბ) დიასპორული ორგანიზაციის დასახელება;

ბ.გ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ბავშვის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ასაკი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;

ბ.დ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ე) დიასპორული ორგანიზაციის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;

ბ.ვ) უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე ბავშვის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.“.

3. მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა უზრუნველყოს:

ა) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან 1628 ბენეფიციარის შერჩევა;

ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან 100 ბენეფიციარის შერჩევა.“.

4. მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 პუნქტები:

„61. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიგანსაზღვრავსპროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა ნაკადების და თითოეულ ნაკადში ბენეფიციარების რაოდენობას, შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარდგინებით.

62. იმ შემთხვევაში, თუ ამ განკარგულების მე-6 პუნქტით განსაზღვრული „მომავლის ბანაკში“ მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ვერ შეირჩა ამ განკარგულების მე-5 და 51 პუნქტებით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, უფლებამოსილია, დარჩენილი რაოდენობის ფარგლებში, შეარჩიოს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს პროგრამა „მომავლის ბანაკში“ მონაწილეობის მსურველი სხვა კანდიდატები.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                      ირაკლი ღარიბაშვილი