„პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2012 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1089
2013 წლის 20 აგვისტო
ქ. თბილისი
,,პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2012 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2012 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების კოორდინირებულ მოქმედებათა უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
| თამარ სანიკიძე | – | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე |
| რატი ბრეგაძე | – | საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე |
| ილია კვიტაიშვილი | – | საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე |
| თენგიზ შერგელაშვილი | – | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე |
| მიხეილ ჯანელიძე | – | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე |
| თეა გულუა | – | საქართველოს ზრდასრულთა განათლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი |
| ნიკოლოზ მესხიშვილი | – | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველოს უფროსი |
| მარინა ჟვანია | − | სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამებისა და განათლების აღიარების სამსახურის უფროსი |
| დავით ლეჟავა | – | საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე |
| კახა ამირანიძე | – | საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი |
| კახაბერ საკანდელიძე | – | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე |
| პაპუნა შენგელაია | – | ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი |
| ელგუჯა მელაძე | – | საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი |
|
|
|
|
| ნათელა პაპუნაშვილი | – | სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯის „აისი“ დირექტორი |
| ირაკლი პეტრიაშვილი | – | საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე |
| ქეთევან ნატრიაშვილი | – | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე |
| ალექსანდრე მარგიშვილი | – | საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე |
| ელგუჯა მამასახლისი | – | შპს „ელსელემას“ გენერალური დირექტორი |
| გივი კახიშვილი | – | შემდუღებელთა და მასალათმცოდნეთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი |
| ლეილა ახმეტელაშვილი | – | სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ ადამიანური რესურსების განყოფილების დირექტორი |
| დავით მელუა | – | საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი |
| ჟაკო ჯორჯაძე | – | საქართველოს ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი |
| კახა ბაინდურაშვილი | – | საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი |
| შორენა ჯაფარიძე | – | დამოუკიდებელი ექსპერტი |
| დანიელ დავითაშვილი | – | საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე |
| ქეთევან ჯაყელი | – | მუნიციპალური მომსახურების უზრუნველყოფის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.“. |
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი