„პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2599 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №722
2017 წლის 6 აპრილი
ქ. თბილისი
„პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2599 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 დეკემბრის №2599 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 4 ნოემბრის №203 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს დებულების“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, პროფესიული განათლების სფეროს განვითარების მხარდაჭერის მიზნით, დამტკიცდეს პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ალექსანდრე ჯეჯელავა − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი − საბჭოს თავმჯდომარე;
საქართველოს მთავრობის მხარე:
ქეთევან ნატრიაშვილი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;
ირმა ქავთარაძე − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
რევაზ ჯაველიძე − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ვალერი კვარაცხელია − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
ირაკლი მატკავა − საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;
რევაზ ასათიანი − საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;
დამსაქმებელთა ასოციაციების/გაერთიანებების მხარე:
ელგუჯა მელაძე − ა(ა)იპ − საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;
მაია ჩიხლაძე − ა(ა)იპ − საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
მიხეილ ჭელიძე − ა(ა)იპ − საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი;
დანიელ გახარია − ა(ა)იპ − საქართველოს ქალდამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
ირმა დაუშვილი − ა(ა)იპ − საქართველოს ქალდამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;
ლევან სილაგავა − ა(ა)იპ − საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი;
დასაქმებულთა პროფესიული კავშირების მხარე:
ირაკლი პეტრიაშვილი − ა(ა)იპ − საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე;
ილია ვერძაძე − ა(ა)იპ − საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების თავმჯდომარე;
თამაზ დოლაბერიძე − ა(ა)იპ − საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირების პრეზიდენტი;
ლავრენტი ალანია − ა(ა)იპ − საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მშენებელთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე;
ამირან ზენაიშვილი − ა(ა)იპ − საქართველოს ენერგეტიკის მუშაკთა პროფესიული კავშირების თავმჯდომარე;
გოჩა ალექსანდრია − ა(ა)იპ − საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე;
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხარე:
ირინე ინასარიძე − ა(ა)იპ - ასოციაცია „ანიკას“ დირექტორი;
სერგო თურმანიძე − ა(ა)იპ − ასოციაციების მართვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი;
ნინო ზამბახიძე − ა(ა)იპ − საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე;
ბექა ურუშაძე − ა(ა)იპ − კოალიცია „განათლება ყველასათვის − საქართველოს“ დირექტორი, ამავდროულად, კოალიციაში შემავალი ორგანიზაციის „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ განათლების პროექტების კოორდინატორი;
ნინო ღანიშაშვილი − ა(ა)იპ − ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი;
ალექსანდრე ეჯიბაძე − ა(ა)იპ − პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი