„პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1592
2017 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №826 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „პროგრამა „მომავლის ბანაკის“ განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №826 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და:
ა) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის – საგანმანათლებლო რესურსცენტრისათვის (შემდგომში – რესურსცენტრი) წარდგენილი კანდიდატებიდან (თითოეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან არაუმეტეს ერთი ძირითადი და ერთი სარეზერვო კანდიდატისა) სოფელ ანაკლიაში არსებული ბანაკისთვის პროგრამის მონაწილეთა არაუმეტეს 1719 კანდიდატის (14-18 წლის ასაკის, როგორც ძირითად, ისე სარეზერვო კანდიდატთა სქესთა ბალანსის (50%-50%) დაცვით) წარდგენა (საქართველოს ყველა რეგიონიდან მაღალი აკადემიური მოსწრების, სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების, გამყოფი ხაზების სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისათვის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთათვის, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეებისათვის უპირატესობის მინიჭებით);“;
ბ) მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები:
„გ) სოფელ ანაკლიაში არსებული ბანაკის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა კანდიდატურების წარდგენა (არაუმეტეს სომხეთის რესპუბლიკის 25 მოქალაქე 14-16 წლის ასაკის მოსწავლისა). კოორდინაციის მიზნით, ბენეფიციართა ინფორმირება სომხეთის რესპუბლიკიდან თბილისამდე და უკან მიმართულებით ტრანსპორტირების საკითხებზე და წარდგენილი კანდიდატების შესახებ სსიპ - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება:
გ.ა) სკოლის დასახელება;
გ.ბ) მოსწავლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების წელი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, 1 (ერთი) ფოტოსურათი;
გ.გ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის სახელი, გვარი, საკონტაქტო ტელეფონი;
გ.დ) მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა;
გ.ე) მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
გ.ვ) მოსწავლის ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა;
გ.ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) შაორის ტბის მიმდებარედ არსებული ბანაკის ტერიტორიაზე პროგრამა „მომავლის ბანაკის“ მონაწილეთა კანდიდატურების წარდგენა (არა უმეტეს სომხეთის რესპუბლიკის 25 და უკრაინის 25 მოქალაქე 18-25 წლის ასაკის სტუდენტისა). კოორდინაციის მიზნით, ბენეფიციართა ინფორმირება ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან თბილისამდე და უკან მიმართულებით ტრანსპორტირების საკითხებზე და წარდგენილი კანდიდატების შესახებ სსიპ – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისთვის შემდეგი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მიწოდება:
დ.ა) სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი;
დ.ბ) სტუდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;
დ.გ) სტუდენტის ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევა;
დ.დ) სტუდენტის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ.ე) ცნობა სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი