„საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №986
2010 წლის 27 ივლისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის № 254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად. „საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის № 254 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიქმნას საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ბარამიძე – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე
მამუკა ახვლედიანი – ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე
ვლადიმერ გეგელაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე
დავით გიორგაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე
ჯამბულ ებანოიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ილია მაღალაშვილი – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, კომისიის მდივანი
აკაკი სეფერთელაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე
ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
მარინე ჭოღოშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე
მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) – ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი
მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) – ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე
მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა) – სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი
ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) – სხალთის ეპისკოპოსი
ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი) – რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ხელ-მძღვანელი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე – თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი
დეკანოზი ბესარიონ მენაბდე – საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარე
კახაბერ მახათაძე – საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური