„საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №700
2011 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად,„საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 თებერვლის №254 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) შეიქმნას საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი ბარამიძე - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი, კომისიის თავმჯდომარე
ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი
საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენელი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
მამუკა ახვლედიანი - ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე
ილია მაღალაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის უფროსი, კომისიის მდივანი
მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი
მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) - ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარე
მთავარეპისკოპოსი ანდრია (გვაზავა) - სამთავისისა და გორის მთავარეპისკოპოსი
ეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) - სხალთის ეპისკოპოსი
ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი) - რუსთავის, მარნეულისა და ცურტავის ეპისკოპოსი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ხელმძღვანელი
ეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი) - გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსი
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი
დეკანოზი ბესარიონ მენაბდე - საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის თავმჯდომარე
კახაბერ მახათაძე - საქართველოს საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური