„პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის N2012 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1812
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017806
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1812

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2012 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭოს შექმნის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის №2012 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. პროფესიული განათლების განვითარებისა და პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო დაწესებულებების, დამსაქმებლების, პროფესიული კავშირებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე, პროფესიული და საზოგადოებრივი კოლეჯების კოორდინირებულ მოქმედებათა უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას პროფესიული განათლებისა და მომზადების ეროვნული პროფესიული საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:

თამარ სანიკიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

რატი ბრეგაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

დავით გალეგაშვილი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე;

თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

მიხეილ ჯანელიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

ნიკოლოზ მესხიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობის სამმართველო ს უფროსი ;

მარინა ჟვანია – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების სამსახურის უფროსი;

გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;

ნინო მაჩაიძე −საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი ;

დავით ლომიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;                                   

პაპუნა შენგელაია – ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ;

ელგუჯა მელაძე – საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი;

ნათელა პაპუნაშვილი – სსიპ – საზოგადოებრივი კოლეჯი „აისის“ დირექტორი ;

ირაკლი პეტრიაშვილი – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე;

ქეთევან ნატრიაშვილი – საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე;

მანანა ბერიკაშვილი – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე;

ელგუჯა მამასახლისი – შპს „ელსელემას“ გენერალური დირექტორი ;

გივი კახიშვილი – შემდუღებელთა და მასალათმცოდნეთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ;

ლეილა ახმეტელაშვილი – სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“  ადამიანური რესურსების განყოფილების დირექტორი ;

დავით მელუა – საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ;

ჟაკო ჯორჯაძე – საქართველოს ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ;

კახა ბაინდურაშვილი – სსიპ – საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ;

შორენა ჯაფარიძე   – დამოუკიდებელი ექსპერტი;

დანიელ დავითაშვილი – საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური მომზადების მუშაკთა და  სტუდენტთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ;

ქეთევან ჯაყელი – საქართველოს მუნიციპალური მომსახურების უზრუნველმყოფთა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ;

თამარ ქიტიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების    სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების  დეპარტამენტის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი.“.

პრემიერ-მინისტრი                                        ი . ღარიბაშვილი