„ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №2553 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№185
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.023141
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/02/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №185

2017 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 „ერთის მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №2553 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხარის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 დეკემბრის №2553 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლისა და „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ 408-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ გათვალისწინებული ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის საქართველოს მხარე შემდეგი შემადგენლობით:

 

 

გენადი არველაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, კომიტეტის თავმჯდომარე;

ნოდარ კერესელიძე

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე;

მარიამ ვალიშვილი

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;

ლაშა ინაური

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტა-მენტის უფროსი;

ელზა ჯგერენაია

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი;

თამარ ალადაშვილი

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ეკა ყუბუსიძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;

ეკატერინე ქარდავა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პარლამენტთან და პრეზიდენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ევროკავშირის სამართლის სამმართველოს უფროსი;

გიორგი ჩიტაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის სავაჭრო მოლაპარაკებებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელების კოორდინაციის სამმართველოს უფროსი;

ზურაბ ჩეკურაშვილი

სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი;

ნიკოლოზ გოგილიძე

სსიპ − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ თავმჯდომარე;

გიორგი ლაცაბიძე

სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;

დიმიტრი გულისაშვილი

სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი;

პაატა გოგოლიძე

სსიპ − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს − აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი;

სამსონ ურიდია

სსიპ − შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტა-მენტის უფროსი;

ქეთევან ზუკაკიშვილი

სსიპ − კონკურენციის სააგენტოს სამართლებრივი და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის I კატე-გორიის მრჩეველი;

მარიამ გაბუნია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, კომიტეტის მდივანი.“.

 

პრემიერ-მინისტრი                         გიორგი კვირიკაშვილი