„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2095
2017 წლის 6 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად და „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გამომდინარე რიგი საკითხების განხილვის მიზნით, შეიქმნას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი − კომისიის წევრი;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი − კომისიის წევრი;
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი − კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი;
სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი − კომისიის წევრი;
სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი;
სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი − კომისიის წევრი;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი − კომისიის წევრი;
სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი/კომისიის მდივანი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.10.2017.
- როდის იქნა მიღებული „ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.10.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2095. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.024740.
- სად არის „ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.10.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2095, 06.10.2017, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024740 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3829613/