„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1196
2017 წლის 15 ივნისი
ქ. თბილისი
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №2738 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი − კომისიის წევრი;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი − კომისიის წევრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი − კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი;
სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი − კომისიის წევრი;
სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი;
სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი − კომისიის წევრი;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი − კომისიის წევრი;
სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი/კომისიის მდივანი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი