სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№97
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 27/01/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ს აქართველოს მ თ ავრობის

განკარგულება №97

2010 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის ღონისძიებათა შესახებ

1. სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ფიზიკური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უზრუნველყოს:

ა) იმ პირების განსაზღვრა, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება;

ბ) იმ პირების განსაზღვრა, რომლებიც იმყოფებიან ან შემდგომ ეტაპზე ჩაერთვებიან ექიმების საოჯახო მედიცინასა და ექთნების ზოგადი პრაქტიკის ექთნებად გადამზადების პროცესში და რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება, გარდა ამ პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტში მითითებული პერიოდისა;

გ) იმ პირების განსაზღვრა, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში და ამ პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული პირების წერილობითი განცხადების საფუძველზე, მათი გადამზადების პერიოდში განხორციელდება/ხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება;

დ) იმ პირების განსაზღვრა, რომელთა მიერ მეწარმე ფიზიკურ პირებად რეგისტრაციის შემთხვევაში განხორციელდება/ხორციელდება სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების მიწოდება ამ პუნქტის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირთა წერილობითი განცხადების საფუძველზე მათი ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისას ან დროებითი შრომისუუნარობის ფურცელზე ყოფნის პერიოდში.

2. ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად , საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით, ,,საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ,,პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის” ,,ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი სოფლად” (ორგანიზაციული კოდი – 35 11 02 13 01) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში განახორციელოს ამ კომპონენტით განსაზღვრული სოფლის მოსახლეობისათვის ამბულატორიული მომსახურების შესყიდვა.

3. განკარგულება ძალაშია 2010 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                       ნ . გილაური