საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1818
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.017812
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1818

2014 წლის 2 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის საავტომობილო გზის კმ5-ზე(სოფელი შემოქმედი) სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების, მათ შორის, საავტომობილო გზის აღდგენისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელების მიზნით, საქართველოსფინანსთასამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლისსახელმწიფობიუჯეტისშესახებ“ საქართველოსკანონითგათვალისწინებულისაქართველოსრეგიონებშიგანსახორციელებელიპროექტებისფონდიდან, საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროსგამოუყოს 6000 000 (ექვსი მილიონი ) ლარი, საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროს მართვაში არსებული შპს „სახელმწიფოსამშენებლოკომპანიის“ კაპიტალისგაზრდისმიზნით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „სახელმწიფოსამშენებლოკომპანი ამ “ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. შპს „სახელმწიფოსამშენებლოკომპანი ამ “ ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს პროექტირების პარალელურ რეჟიმში, ეტაპობრივად, შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად.

4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, განხორციელდეს:

ა) საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის საქართველოსრეგიონულიგანვითარებისადაინფრასტრუქტურისსამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისათვის - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გადაცემა;

ბ) ნაპირდაცვითი სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა.

5. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს შპს „სახელმწიფოსამშენებლოკომპანიის“ კაპიტალში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. შპს „სახელმწიფოსამშენებლოკომპანი ამ “ უზრუნველყოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება გადარიცხული თანხის ხარჯვის შესახებ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

7. განკარგულება ძალაშია 2014 წლის 24 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი                                              ი . ღარიბაშვილი