„ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №155
2009 წლის 3 მარტი
ქ. თბილისი
„ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში დამატებების შეტანის თაობაზე
1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში და ამავე განკარგულებით დამტკიცებულ დანართში ნაცვლად აბზაცებისა:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია“ – დამატებულ იქნეს:
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
ა) სტრუქტურული ქვედანაყოფები:
სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი);
გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი);
საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
სამობილიზაციო სამსახური;
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი;
ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი;
კონტრდაზვერვის დეპარტამენტი;
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი;
სპეციალური ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი);
სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტი;
სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი;
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი;
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი;
ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო);
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი;
განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველო;
კონტრტერორისტული ცენტრი (დეპარტამენტი);
სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველო;
საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველო;
ბ) ტერიტორიული ორგანოები:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველო;
ქ. თბილისის მთავარი სამმართველო;
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;
შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო;
ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო;
კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო;
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო;
გ) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიცია;
დ) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია;
ბ) დაცვის პოლიცია;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური;
დ) სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო.“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური