„ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№178
2009 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
„ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
1. „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ“საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) დანართის აბზაცი „საქართველოს იუსტიციის სამინისტრო“ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს პროკურატურა
სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
სსიპ – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო
სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
სსიპ – თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო
სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო“;
ბ) დანართის აბზაციდან „საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია“ამოღებულ იქნეს „საქართველოს პროკურატურა“;
გ) დანართს აბზაცის „საქართველოს კონტროლის პალატის“შემდეგ დაემატოს აბზაცი:
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სასჯელაღსრულების დეპარტამენტი
სსიპ – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი
სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური“;
დ) დანართის აბზაცის სათაური „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ობიექტები“ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ობიექტები“.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №178. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „ერთიანი სამთავრობო ქსელით მომსახურების შესყიდვის ღონისძიებათა შესახებ„ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 30 ივლისის №408 განკარგულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №178, 10.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2224174/