დონორთა კოორდინაციის საბჭოს შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №792
2008 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
დონორთა კოორდინაციის საბჭოს შექმნის შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად დონორული დახმარების ქართული მხარის პრიორიტეტებთან ჰარმონიზაციისა და დონორთა დახმარების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას დონორთა კოორდინაციის საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ნიკა გილაური - საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე
ჯამბულ ბაკურაძე - რეგიონული მართვის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
დიმიტრი გვინდაძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
ნინო კალანდაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
თამარ მარტიაშვილი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე
ილია მაღალაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ლექსო მაჭავარიანი - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
თორნიკე მგალობლიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი
ლევან მჭედლიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
ანა ჟვანია - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე.
2. ეთხოვოთ დონორებს უზრუნველყონ თავისი წარმომადგენლების მონაწილეობა საბჭოს მუშაობაში.
3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ. მგალობლიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „დონორთა კოორდინაციის საბჭოს შექმნის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „დონორთა კოორდინაციის საბჭოს შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.11.2008.
- როდის იქნა მიღებული „დონორთა კოორდინაციის საბჭოს შექმნის შესახებ“?
- „დონორთა კოორდინაციის საბჭოს შექმნის შესახებ“ მიღებულია 21.11.2008. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №792. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „დონორთა კოორდინაციის საბჭოს შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.11.2008 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „დონორთა კოორდინაციის საბჭოს შექმნის შესახებ“, №792, 21.11.2008, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2008). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2184325/