სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №829
2008 წლის 3 დეკემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის საკითხების შემსწავლელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
1. სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან ეტაპობრივი ჰარმონიზაციის, შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის განვითარების სტრატეგიის, ასევე, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის კანონმდებლობის შემუშავების მიზნით ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად შეიქმნას სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
კახა ბაინდურაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე
თინა ბურჯალიანი - საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე
არჩილ გაგნიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე
ლევან დავითულიანი - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე
ეკატერინე ზღულაძე - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
დავით კერესელიძე - საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის პირველი მოადგილე
გიორგი კერვალიშვილი -საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე
ვახტანგ ლეჟავა - საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
თამარ მარტიაშვილი - საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე
ილია მაღალაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
დავით მაღრაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ალექსი მაჭავარიანი - საქართველოს გარემოს დაცვისა
და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე
ლევან მჭედლიშვილი - საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
რამაზ ნიკოლაიშვილი - საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე
არჩილ შარვაშიძე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გენერალური ინსპექციის უფროსი
დიმიტრი ძაგნიძე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ლევან ჭოლაძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
დავით ხოსრუაშვილი - ქ. თბილისის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსი.
2. კომისიამ:
ა) შეისწავლოს და 3 კვირაში საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარადგინოს სახელმწიფო სექტორში შიდა აუდიტისა და შიდა ფინანსური კონტროლის სტრატეგიული განვითარების გეგმა;
ბ) 2 თვეში შეიმუშაოს კანონპროექტი სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლისა და შიდა აუდიტის შესახებ.
3. კომისიის უფლებამოსილების ვადად განისაზღვროს 3 თვე.
4. განკარგულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნ. გილაურმა.
5. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი გ.მგალობლიშვილი