საქართველოს ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ ,,სანდის" (,,საქნაპირდაცვის") შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №386
2000 წლის 24 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტ „სანდის“ („საქნაპირდაცვის“) შესახებ
1. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სისტემაში არსებული ზღვებისა და მდინარეების სანაპიროთა მორფოდინამიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი „სანდი“ („საქნაპირდაცვა“) ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად, სახელწოდებით – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი სსც „საქნაპირდაცვა“.
2. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 25 ნოემბრის №687 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს დებულების დანართში და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალს დაემატოს პუნქტი:
„10. ცენტრი „საქნაპირდაცვა“.
3. 2000 წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში სსც „საქნაპირდაცვის“ აპარატის დაფინანსება მოხდეს აღნიშნული ინსტიტუტისათვის საქართველოს 2000 წლის დაზუსტებული ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სსც „საქნაპირდაცვის“ წესდება, დანიშნოს მისი ხელმძღვანელი და განახორციელოს დაწესებულების საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.
ე. შევარდნაძე